დედამიწას უცხოპლანეტელები შემოესევიან » GOM.GE
ნიკი
პაროლი
 
 დედამიწას უცხოპლანეტელები შემოესევიან  News
დედამიწას უცხოპლანეტელები შემოესევიან

ინტერნეტსაიტ „ვიკილიქსის“ სკანდალთან და სენაციასთან ასოცირება აღარავის უკვირს, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც საიტმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, ბევრ სხვა გახმაურებულ პოლიტიკურ მოვლენას ჩრდილავს, თუმცა ზოგიერთისათვის შესაძლოა, ძნელად დასაჯერებელი, ან სულაც დაუჯერებელი აღმოჩნდეს. „ვიკილიქსის“ ინფორმაციით, სულ რაღაც ორ თვეში, დედამიწას სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლები ესტუმრებიან. სკანდალური ინტერნეტსაიტი კვლევითი ცენტრის SETI–ის ასტრონომების აღმოჩენაზე წერს. მათი მტკიცებით, დედამიწას უცხოპლანეტელთა გიგანტური ზომის სამი ხომალდი უახლოვდება. უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის ბედნიერება დედამიწელებს ორ თვეში ექნებათ. მეცნიერებმა ინფორმაცია საკუთარი დაკვირვებების საფუძველზე გამოაქვეყნეს, ასტრონომებმა კვლევებში ამერიკული სამხედრო სადაზვერვო კოსმოსური სისტემებიც გამოიყენეს.

ამერიკულმა პრესამ, ამ მოვლენისათვის მოსახლეობის მორალური შემზადება უკვე დაიწყო. უცხოპლანეტელთა დედამიწაზე ჩამოსვლის მიზეზი, თავისთავად, უცნობია, ამიტომ მსოფლიო პრესაში სხვადასხვა ვერსიები გაჩნდა. მაგალითისათვის, ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Guardian–მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით – „უცხოპლანეტელებმა შესაძლოა კაცობრიობა გაანადგურონ“. The Guardian–იწერს, რომ უცხოპლანეტელებს კაცობრიობისათვის ზიანის მიყენება აქვთ გადაწყვეტილი, ისინი ადამიანების ადვილად დამონებასაც შეძლებენ, შემდეგ კი, სავარაუდოდ, დედამიწელებს საკვებად გამოიყენებენ და პლანეტაზე უცნობ დაავადებებს გაგვივრცელებენ. ყოველივე შესაძლოა, საშინელი ომის დაწყების საფუძველი გახდეს. თუმცა თუკი ორი ცივილიზაციის წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანამშრომლობა შედგება, ტექნოლოგიების განვითარების კუთხით, ადამიანებს მათგან დიდი გამოცდილების მიღება შეეძლებათ.

SETI–ის ასტრონომების აღმოჩენას მსოფლიო ექსპერტებმა მეცნიერთა ერთი ჯგუფის ფანტაზიის ნაყოფი უწოდა. მათი თქმით, უცხოპლანეტელთა დედამიწაზე ჩამოსვლა რომ სიმართლეს შეესაბამებოდეს, დოკუმენტები და ფოტოები აუცილებლად უმაღლეს დონეზე იქნებოდა გასაიდუმლოებული, ამ შემთხვევაში კი, ისინი აუცილებლად ჩაუვარდებდა ხელთ „ვიკილიქსს“. მეცნიერების პასუხად, სკანდალურმა ინტერნეტსაიტმაც არ დააყოვნა და უცხოპლანეტელების დედამიწასთან მოახლოების ფაქტი სულ რამდენიმე დღეში დაადასტურა. საიტზე გამოქვეყნებულ გასაიდუმლოებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უცხოპლანეტელ მზვერავთა შემოსვლა უკვე დაწყებულია. საბრძოლო კოსმოსური ხომალდები ალიასკაზე დააფიქსირეს. სამი უზარმაზარი ხომალდის ჩამოსვლა კი, პირდაპირი შემოჭრა იქნება.


წყარო:http://itv.ge/?m=16&CID=18257


 გადმოსაწერი ლინკები  ფაილის ზომა: 

WWW.SAITEBI.GE   SAITEBI.GE

#5 ავტორი: cafedelmar (1 ოქტომბერი 2011 03:01)
wahahahahahaha :D:D:D 2 tveshi :D:D
#4 ავტორი: gia1994 (30 სექტემბერი 2011 21:57)
nagdia??
#3 ავტორი: macKenZy (30 სექტემბერი 2011 21:54)
vackumina,
eyolebat albat :D


--------------------
#2 ავტორი: beqa200622 (30 სექტემბერი 2011 19:14)
ramden voltianebi iqnebian :)
#1 ავტორი: vackumina (30 სექტემბერი 2011 16:30)
neta kai kalebi tu yavt?:D


--------------------
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში Guest, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.
Page Ranking Tool


საიტზე იმყოფებიან

ეხლა საიტზეა:
მომხმარებლები: 3
FLEX green90
nikanika

რობოტები: 1
Googlebot

სტუმრები: 36
სულ: 40
საინტერესო საიტები

» HOP.GE      » XOX.GE
» FANS.GE      » ALL.TAMASHI.GE
» SAY.GE      » HTEFLONGA.COM
» SHADOW.GE      » RESPECT.GE
» OPA.GE      » NOTEPAD.GE