Warm Bodies / თბილი სხეულები – ბინდის მოტივებზე შექმნილი ახალი თინეიჯერული რომანსი » GOM.GE
ნიკი
პაროლი
 
 Warm Bodies / თბილი სხეულები – ბინდის მოტივებზე შექმნილი ახალი თინეიჯერული რომანსი  News
Warm Bodies / თბილი სხეულები – ბინდის მოტივებზე შექმნილი ახალი თინეიჯერული რომანსი

სანამ თვითონ ფილმის შინაარსზე გადავიდოდი რამოდენიმე სიტყვით ფილმის სამსახიობო ქასთს მიმოვიხილავ. ფილმში მთავარ როლს ასრულებს ულამაზესი ავსტრალიელი მსახიობი ტერეზა პალმერი (Teresa Palmer), რომელსაც ფანტასტიკურ თინეიჯერულ რომანსებში მონაწილეობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, რადგან 2010 წელს მთავარი როლი ითამაშა ფილმში მე ვარ ნომერი ოთხი (I Am Number Four), ხოლო 2011 წელს ასევე მთავარი როლი მიიღო ფილმში ჯადოქრის მოწაფე (The Sorcerer’s Apprentice). ფილმში ასევე მთავარ როლს არულებს მსახიობი ნიკოსალ ჰულტი (Nicholas Hoult), აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არც მას აქვს ნაკლები გამოცდილება ამ ჟანრის ფილმებში მონაწილეობის მიღების. 2010 წელს მონაწილეობა მიიღო ტიტანების შერკინებაში (Clash of the Titans), 2011_ში კი მხეცის როლი ითამაშა მეგაჰიტში X-ადამიანები: პირველი კლასი (X-Men: First Class). ფილმის ნამდვილი ღირსება კი არის ორგზის ოსკარზე ნომინირებული მსახიობი ჯონ მალკოვიჩი (John Malkovich), რომელსაც ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლი ექნება.
ეხლა კი შინაარსზე მოგაწვდით გარკვეულ ინფორმაციას: “ზომბებს უყვართ ხალხი, განსაკუთრებით მათი ტვინები. მაგრამ რ (ნიკოსალ ჰულტი) განსხავებულია, იმ ასობით მოხრიტინე და დორბლიანო ზომბისგან, რომლებიც მუდამ მსხვერპლს ეძებენ. თუმცა ამ უბედურებას გადარჩენილი ხალხი, შეიყვანეს კარგად დაცულ ქალაქში, სადაც ზომბები ვერ შედიან. ერთხელაც ფილმის მთავარი გმირი რ და მისი საუკეთესო მეგობარი მ გაემართნენ ქალაქში საჭმლის საშოვნელად. პირველად სწორედ მაშინ დაინახა რ_მა ჯული (ტერეზა პალმერი) – ულამაზესი ადამიანი. რ_მ გადაწყვიტა, რომ დაიცვას ის სხვა ზომბებისგან და მას თავის სახლში დამალავს, თავიდან ჯულის ეშინია მისი, თუმცა როცა დაინახავს, რომ რ იქცევა ადამიანივით, არ ჭამს ადამიანის ხორცს და ლაპარაკიც კი შეუძლია ჯული მიხვდება, რომ რ განსაკუთრებულია. გოგონა ხვდება, რომ რ_ს სახლში დიდ ხანს ვეღარ დაიმალება და დაბრუნდება დაცულ ქალაქში, რ_ს კი დატოვებს დამწუხრებულს. ამის შემდეგ რ გადაწყვეტს, რომ იმ ქალაქში შეაღწიოს. გაიმართება წელში, დაივარცხნის თმას, ჩაიცმევს კარგ ტანსაცმელს და გაემართება ქალაქისკენ, შიგნით შეაღწევს კიდეც და ყველაფერი თითქოს იდეალურად მიდის მანამ სანამ ჯულის მამა მის მოკვლას არ გადაწყვეტს.”
ფილმი მოგვითხრობს ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია სიყვარულს ადამიანის შეცვლა, ის ეხება ახალგაზრდა ბიჭს, რომლსაც უყვარ გოგო… თან ისე, რომ მისთვის სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სხეული და ბუნებრივი მოთხოვნილებები. ფილმის პრემიერის დღეს, 2012 წლის 10 აგვისტოს თქვენ კინოთეატრებში სიყვარულის თაბრუდამხვევ ისტორიას ნახავთ, რომელშიც შეზავებული იქნება დიდი რაოდენობით იუმორი და ძალიან საინტერესო სიუჟეტი.


Warm Bodies / თბილი სხეულები – ბინდის მოტივებზე შექმნილი ახალი თინეიჯერული რომანსი


 გადმოსაწერი ლინკები  ფაილის ზომა: 

WWW.SAITEBI.GE   SAITEBI.GE

#2 ავტორი: Winst (2 დეკემბერი 2011 18:56)
pilmebze gvainteresebs :))))
#1 ავტორი: NiBa (9 ნოემბერი 2011 16:45)
tu vinmes gaintersebt eseti statiebi daweret komentaris saxit da dgeshi ert saintereso statias davdeb aucileblad !!!


--------------------
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში Guest, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.
Page Ranking Tool


საიტზე იმყოფებიან

ეხლა საიტზეა:
მომხმარებლები: 1
green90

რობოტები: 1
Googlebot

სტუმრები: 37
სულ: 39
საინტერესო საიტები

» HOP.GE      » XOX.GE
» FANS.GE      » ALL.TAMASHI.GE
» SAY.GE      » HTEFLONGA.COM
» SHADOW.GE      » RESPECT.GE
» OPA.GE      » NOTEPAD.GE