 |
როგორც უკვე აღვნიშნე,თემურ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრების ძირითადი მეკარე ნუკრი რევიშვილია და სრულიად დამსახურებულადაც... მან ძალიან კარგი შეხვედრები ჩაატარა ნაკრებში და ქომაგის ქებაც უხვად დაიმსახურა... მართლაც არ შეიძლება არ აღინიშნოს მეკარის ღვაწლი ნაკრების ბოლოდროინდელ აღმასვლაში... თუმცა ნუკრის აქვს პრობლემა... კლუბში... მართალია, ქართული სპორტული გამოცემები კარგა ხანს ცდილობდნენ ნუკრი და მისი კონკურენტი ტოლსწორად წარმოეჩინათ,თუმცა აშკარაა,რევიშვილი "ანჟის" მეორე მეკარეა და სათამაშო დროც მცირე ეძლევა, რაც ძალზე საწყენია... სავარაუდოდ, ნუკრი კვლავაც იქნება ნაკრების პირველი მეკარე და მეკარისთვის უთამაშებლობა რასაც ნიშნავს, თქვენც იცით... მეკარისთვის დიდი ვერაფერი სახარბიელოა, როცა მწვრთნელისთვის იმის თხოვნა უწევს, ნაკრებში მაქვს სათამაშო და ეგებ როგორმე 2 თამაში ზედიზედ მათამაშოო... ჩვენ მაინც იმედი დავიტოვოთ, რომ მომავალში ნუკრის ეს პრობლემა მოეხსნება ან უთამაშებელიც კარგად წარმოაჩენს ნაკრებში თავს... ნაკრების მეორე მეკარე გიორგი ლორიაა, რომელმაც ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში თამაში უკვე მოასწრო და თავი ნამდვილად არ შეურცხვენია... მანამდე კი... ამ მეკარეს ნაკრებში ბევრი მატჩი არ ჩაუტარებია, მაგრამ ქომაგებისგან ლანძღვაში საერთო ჩათვლაში ნამდვილად მოწინავე პოზიციებზეა... მე საერთოდ ვეწინააღმდეგები საკუთარი ფეხბურთელების ლანძღვა-გინებას, მაგრამ საქართველოში ვართ... თანაც ლორია მართლაც ძალიან უხეშ შეცდომებს უშვებდა... იმის მერე ნაკრებში დიდი პაუზა აიღო, კლუბში კი უკეთ წაუვიდა საქმეები... ბოლო წელს, ლორიამ ნამდვილად დიდი პროგრესი განიცადა და ამის არდანახვა არ შეიძლება... ერთი ისაა,რომ ლორიას ნაკრებში სათამაშოდ ცოტა მეტი თავდაჯერება დასჭირდება... ლორიაზე საუბრისას, ერთი ფაქტიც უნდა აღინიშნოს... მას აქვს კარგი გრძელი პასი... შორს ვერ ურტყამს, მაგრამ შეტევას კარგად იწყებს... საერთოდაც, საქართველოს ჩემპიონატში ამ მხრივ ცუდი მდგომარეობა არაა... კლუბში პრომლემა მასაც აქვს... დაცვის ცენტრში მარჯვენა მცველი და საყრდენი ნახევარმცველი უდგას... უკომენტაროდ... ნაკრებში გამოიძახეს ძაძამია (თუ არ ვცდები ლაშა ჰქვია), რამაც მე ძალიან გამახარა... ეს ფეხბურთელი "ვიტ ჯორჯიას" მეორე მეკარეა, თუმცა თავი ნამდვილად კარგად წარმოაჩინა და ნაკრების თავკაცობამაც დაუფასა... პირველად მის შესახებ "ლელოში" წავიკითხე, რომელიღაც გუნდთან კარგად ითამაშაო... იქამდე ამ მეკარეზე არაფერი მსმენოდა და გამიკვირდა... შემდეგ ტურში კი "დინამოსთან" უკვე საქმეში ვნახე (სტადიონზე ვიყავი) და ნამდვილად მომეწონა... "დინამომ" მეტოქე დაჩაგრა და 2-0 გაიმარჯვა, მაგრამ მომენტების რეალიზაციის მაღალი პროცენტით ვერ დაიკვეხნიდა და ეს მეტწილად სწორედ ძაძამიას დამსახურება იყო... მან რამდენჯერმა აუღო მასთან ერთი ერთზე გასულ მეტოქეებს... გოლები მისი ბრალი არ ყოფილა... და შემდეგ ტურში... მან "ვიტ ჯორჯიას" სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა... გავვოგნდი... "ვიტ ჯორჯიას" მწვრთნელებთან დიდი ბოდიში ჩამჭრელი შეკითხვისთვის, მაგრამ მეტი რა უნდა ქნას მეორე მეკარემ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომ ძირითადში ადგილი დაიმკვიდროს... თანაც, ძაძამია მხოლოდ და მხოლოდ 22ისაა და ცოტა მეტ ყურადღებას იმსახურებს კლუბში... ეგებ სწორი გადაწყვეტილებისკენ მისმა ნაკრებში გამოძახებამ მაინც მოუხმოს "ვიტ ჯორჯიას" ხელმძრვანელობას... ბოლო-ბოლო, "რომაში" ამოაგდო ჟულიო სერჟიომ დონი,რადგან უკეთ ითამაშა და "ვიტ ჯორჯია" რა გახდა ნეტავ... თანაც კაცი ნამდვილად იმსახურებს... დაახლოებით იმავე ხასიათის პრობლემა ჰქონდა შარშან როინ კვასხვაძეს "ზესტაფონში"... თუმცა მას შეცდომებიც მოსდიოდა ხოლმე... ფაქტია, დღეს კლუბში ძირითადი მეკარეა და ვიმედოვნოთ, პროგრესის გზაზე სიარული განაგრძოს... ახალგაზრდაა, კარგი მატჩებიც მიხილავს მისი შესრულებით და კიდევ მეტს ველი... მაქსიმე ქვილითაია... მეკარე, რომელმაც შარშან ყველაზე მეტი გოლი გაუშვა, მაგრამ, ჩემი აზრით, მაინც საუკეთესო იყო... იმიტომ,რომ ყველაზე მეტიც აიღო... დღეს ის "ტორპედოშია" დუბლიორი... ქუთათურების თამაშს ხშირად არ ვუყურებ, მაგრამ, როგორც ვიცი, მის ნაცვლად მიგინეიშვილი ცუდად არ თამაშობს... უბრალოდ, ერთ რამეზე მწყდება გული... როცა მოქმედი ჩემპიონი კლუბში სეზონის წინ გაშვებულ და უვარჯიშებელ ვეტერან მეკარეს აბრუნებს,მაშინ ასეთი ნიჭიერი მეკარე "ტორპედოში" სკამს რატომ უნდა ხეხავდეს?! ვიმედოვნებდი, მეკარეები აქ უკეთ გადანაწილებულიყვნენ...
აი,ამაზე მსურდა საუბარი... თქვენი აზრიც დაწერეთ, ვინ მოგწონთ, ვინ - არა... მე პოზიტიურზეც ვისაუბრე და ნეგატიურზეც... ჯერი თქვენზეა...
|