მოკლედ დღეს საქართველოს ნაკრებმა 21:00 წუთზე ძალიან დაძაბული შეხვედრა ჩაატარა. უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ უშუალო კონკურენტებს, ხორვატებს ძალიან მძიმე და დაძაბულ თამაშში ერთ ბურთიანი სხვაობით მოვუგეთ. გადამწყვეტი ბურთი კი 88-ე წუთზე ბერლინის ჰერტას ნახევარმცველმა ლევან კობიაშვილმა შეაგდო, მარცვალაძის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ, რის შედეგადაც ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი ვულკანს დაემსგავსა (70 000 ადამიანი).
გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას და ბიჭებს წარმატება ვუსურვოთ იზრაელთან გასამართ შეხვედრაში.
_________________________________________________
__________________________________________________