კინო
18 Feb
ჭორები „ადამიანი ობობას“ ახალ ფილმზე: კიერნან შიპკა შესაძლოა გვენ სტეისის როლს შეასრულებს
„ადამიანი ობობა: სრულიად ახალი დღე“ (Spider-Man: Brand New Day) გარშემო ჭორები განახლდა. ამჯერად საუბარია ფანების ერთ-ერთ საყვარელ პერსონაჟზე, გვენ სტეისიზე, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ ფილმში გამოჩნდება. ონლაინ ინფორმაციით, მის როლზე განიხილება მსახიობი კიერნან შიპკა. ეს ინფორმაცია ფანებში დიდ აჟიოტაჟს იწვევს, თუმცა Marvel-სა და Sony-ს ჯერ არაფერი დაუდასტურებიათ.