კინო
08 Feb
პოლ თომას ანდერსონი DGA-ის 78-ე დაჯილდოების ტრიუმფატორია
ლოს-ანჯელესში DGA-ის (ამერიკის რეჟისორთა გილდია) 78-ე ყოველწლიური დაჯილდოების გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მთავარი პრიზი პოლ თომას ანდერსონმა მოიპოვა ფილმისთვის „ბრძოლა ბრძოლის შემდეგ“, ხოლო ჩარლი პოლინგერი საუკეთესო სადებიუტო ფილმისთვის „ჭირი“ დაჯილდოვდა. დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა მსტისლავ ჩერნოვის „2000 მეტრი ანდრიივკამდე“. სატელევიზიო კატეგორიებში გამარჯვებულები არიან სტივენ ჩბოსკი, ამანდა მარსალისი, სეთ როგენი და ევან გოლდბერგი.