ვიდეოთამაშები
27 Feb
Bloodborne-ის PC პორტი: მოდერებმა შეუძლებელი შეძლეს და თამაში არასდროს გამოიყურებოდა ასე კარგად
FromSoftware-ის საკულტო თამაში Bloodborne, რომელიც ათწლეულის მანძილზე PlayStation-ის ექსკლუზივად რჩებოდა, საბოლოოდ PC-ზეც ხელმისაწვდომი გახდა მოდერების ძალისხმევით. მიუხედავად Sony-ის უარის თქმისა, fromsoftserve-ის ორწლიანმა პროექტმა თამაში PC-ზე განახლებული გრაფიკითა და გაუმჯობესებებით წარმოადგინა, რამაც თამაშს ახალი სიცოცხლე შესძინა და მისი მოთხოვნადობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.