ჯინ გალერანოსა და უილიამ პისიოტას შემოქმედებითი ტანდემის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი „იეტი“ (The Yeti) Well Go USA Entertainment-ის გავრცელებით ციფრულ და შეზღუდულ კინოგაქირავებაში 10 აპრილს გამოვა. გამოსვლამდე ცოტა დრო რჩება, მანამდე კი ფილმის თრეილერი გამოქვეყნდა ონლაინ. „იეტი“ შემდეგ ისტორიას მოგვითხრობს: მერიელ სანდეი უფროსი და ჰოლის ბანისტერი ალასკაზე გაუჩინარდნენ. ელი და მერიელ უმცროსი მათ მოსაძებნად ექსპედიციას იწყებენ ველურ ბუნებაში, მაგრამ უძველესი საფრთხე დასდევს მათ და ნადირობს მათზე, სანამ ისინი გაუჩინარების მიზეზს ეძებენ. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ბრიტანი ალენი (Dexter: Original Sin), ერიკ ნელსენი (1883), ჯიმ კამინგსი (The Last Stop in Yuma County), ქრისტინა ბენეტ ლინდი (The Lonely Man with the Ghost Machine) და ლინკ ჰენდი (42), უილიამ სედლერთან (Tales from the Crypt: Demon Knight) და კორბინ ბერნსენთან (Major League) ერთად. ფილმის პროდიუსერები არიან ჯონათან ბრაუნლი და როს მეიერსონი, აღმასრულებელი პროდიუსერები – ჯიმ კამინგსი, მაიკლ ისკიერდო, პიჯეი მაკკეიბი, უილიამ პისიოტა და კირა უოლსტრომი. თანაპროდიუსერები არიან ფრენკ კოპოლა და რომანო ნატალე, ასოცირებული პროდიუსერები – მაიკლ ისკიერდო, კორი რონალდ უოლტერი და კეილინ უოლტერი. ეს ფილმი არის ჯინ გალერანოსა და უილიამ პისიოტას სრულმეტრაჟიანი სარეჟისორო დებიუტი. აღსანიშნავია, რომ „იეტი“ სრულიად განსხვავებული პროექტია გადარჩენის თრილერისგან, რომლის სახელიცაა „იეტი“, რომელიც ათი თვის წინ დაანონსდა და რომლის რეჟისორიც „The Conjuring: The Devil Made Me Do It“-ისა და „The Conjuring: Last Rites“-ის რეჟისორი მაიკლ ჩავესი უნდა ყოფილიყო. ასევე, სამწუხაროდ, ის სრულიად განცალკევებულია ჟან-კლოდ ვან დამისა და სტივენ სიგალის „იეტის“ პროექტებისგან, რომლებიც წლების წინ მუშავდებოდა. ფილმის თრეილერი სერიოზული მომენტებისა და "Grindhouse"-ის ყალბი თრეილერებისთვის დამახასიათებელი გულუბრყვილო ელემენტების ნაზავს წარმოადგენს.