Netflix-მა გამოაქვეყნა ნანატრი ფილმის, „Peaky Blinders: უკვდავი კაცი“, ახალი ტრეილერი, რომელიც ტომი შელბის ისტორიის ფინალურ თავად არის მიჩნეული. „Peaky Blinders“-ის ფილმში მთავარ როლს სერიალის ვარსკვლავი, კილიან მერფი, კვლავ შეასრულებს. მასთან ერთად ეკრანზე გამოჩნდებიან რებეკა ფერგიუსონი, ბარი კეოგანი, ტიმ როტი, სოფი რანდლი, სტივენ გრეჰემი და ჯეი ლიკურგო. ასევე დაბრუნდებიან სერიალის სხვა მსახიობებიც, როგორებიც არიან ნედ დენეჰი, პეკი ლი და იან პეკი. ფილმის რეჟისორი ტომ ჰარპერია (Heart of Stone), რომელიც ფრენჩაიზს უბრუნდება. მანამდე მან პირველი სეზონის ბოლო სამი ეპიზოდი გადაიღო. სერიალის შემქმნელმა, სტივენ ნაიტმა, სცენარი დაწერა. გადაღებები, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს, ინგლისში, დიგბეტში დაიწყება. ნაიტი ფილმის თანაპროდიუსერია მერფისთან, ქერინ მანდაბახთან და გაი ჰილისთან ერთად. აღმასრულებელი პროდიუსერები არიან ჰარპერი, დევიდ კოსე, ჯეიმი გლეიზბრუკი, ენდრიუ უორენი და დევიდ მეისონი. ფილმის სიუჟეტი: ბირმინგემი, 1940 წელი. მეორე მსოფლიო ომის ქაოსის ფონზე, ტომი შელბი იძულებულია დაბრუნდეს თვითდაწესებული გადასახლებიდან, რათა თავის ყველაზე დამანგრეველ გამოწვევას შეხვდეს. როდესაც ოჯახისა და ქვეყნის მომავალი სასწორზეა, ტომიმ საკუთარ დემონებს უნდა შეხედოს თვალებში და გადაწყვიტოს, დაუპირისპირდება თუ არა თავის მემკვიდრეობას, თუ ყველაფერს ფერფლად აქცევს. „Peaky Blinders“-ის ბრძანებით… Netflix ფილმის ჩვენებას კინოთეატრებში 2026 წლის 6 მარტიდან დაიწყებს. ამის შემდეგ, მალევე, 2026 წლის 20 მარტიდან, ფილმი სტრიმინგ სერვისზეც იქნება ხელმისაწვდომი. „Peaky Blinders“-ის ფანებო, ნუ შეგეშინდებათ! ნაიტმა ეს ფილმი ეპოქის დასასრულად მოიხსენია, მაგრამ არა სერიალის სამყაროს დასასრულად. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ერთგვარი დასასრული იქნება, Netflix-მა და BBC-მ ასევე განაცხადეს, რომ გამოვა „Peaky Blinders“-ის ჯერჯერობით უსახელო გაგრძელება სერიალის სახით, რომელშიც შელბების ახალი თაობა იქნება წარმოდგენილი. Netflix-ის თანახმად, სერიალი ორსეზონიანი იქნება, „თითოეულში 6 x 60 წუთიანი ეპიზოდით, რომლებიც გადაღებული იქნება დიგბეტ ლოკ. სტუდიებში, ბირმინგემში. ორივე სერიალი პროდიუსერული კომპანიები Kudos-ის (SAS Rogue Heroes, House of Guinness, Grantchester) და Garrison Drama-ს (Peaky Blinders Series 1-6, The Peaky Blinders Film) მიერ იქნება შექმნილი. გაგრძელების ქრონოლოგია „Peaky Blinders“-ის მხატვრული ფილმის შემდეგ განვითარდება.“