Walt Disney Pictures-მა და Pixar Animation-მა „სათამაშოების ისტორია 5“-ის ახალი თრეილერი გამოუშვეს. ენდრიუ სტენტონის რეჟისორობით გადაღებულ „სათამაშოების ისტორია“ ფრენჩაიზის მეხუთე ფილმში ვუდისა და ბაზ ლაითირის პერსონაჟებს კვლავ ტომ ჰენქსი და ტიმ ალენი გაახმოვანებენ. „სათამაშოების ისტორია 5“-ის თრეილერში ვუდი და ბაზ ლაითირი კვლავ ერთიანდებიან ახალი თავგადასავლისთვის, რომელშიც ჩართულია ბაყაყის მსგავსი პლანშეტი სახელად Lilypad, რომელსაც გრეტა ლი ახმოვანებს. ფილმში ასევე ბრუნდებიან ჯოან კიუსაკი ჯესის როლში, ტონი ჰეილი ფორკის როლში და სხვა მსახიობები. ფილმის ოფიციალური სიუჟეტის მოკლე აღწერა ასეთია: „სათამაშოები ბრუნდებიან Disney-ისა და Pixar-ის „სათამაშოების ისტორია 5“-ში და ამჯერად ეს არის „სათამაშო ხვდება ტექნოლოგიას“. ბაზის, ვუდის, ჯესისა და დანარჩენი ბანდის „სამუშაო“ საფრთხის ქვეშ დგება, როდესაც მათ აცნობენ იმას, რითაც დღევანდელი ბავშვები არიან შეპყრობილნი... ელექტრონიკას!“ კენა ჰარისი „სათამაშოების ისტორია 5“-ის თანარეჟისორია, ლინდსი კოლინზი კი ფილმის პროდიუსერი. კონან ო’ბრაიენი ახალ პერსონაჟს, Smarty Pants-ს გაახმოვანებს, ერნი ჰადსონი კი Combat Carl-ის როლს შეითავსებს. Combat Carl-ს „სათამაშოების ისტორია 4“-ში კარლ უეზერსი ახმოვანებდა, რომელიც 2024 წელს გარდაიცვალა. „სათამაშოების ისტორია 5“ აშშ-ის კინოთეატრებში 2025 წლის 19 ივნისს გამოვა. ფრენჩაიზის პირველი ოთხი ფილმის ნახვა ამჟამად Disney+-ზეა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდება ჭორები „სათამაშოების ისტორიის“ ახალი ფილმების შესაძლო გაგრძელების შესახებ, ამ ეტაპზე არაფერი დადასტურებულა ან გამოცხადებულა Disney-სა და Pixar-ის მიერ. თუმცა, Pixar-ის კინორეჟისორმა და შემოქმედებითმა დირექტორმა (CCO) პიტ დოქტერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კომპანია მომავალ წლებში გეგმავს ერთი ორიგინალური ფილმის, რასაც მოჰყვება ერთი გაგრძელება, გამოშვებას, რაც იმას ნიშნავს, რომ „სათამაშოების ისტორიის“ მეტი ფილმი ნამდვილად შესაძლებელია.