ჯანმრთელობა
27 Feb
მსახიობ მელისა კლერ იგანს 44 წლის ასაკში გულის კორონარული დაავადება დაუდგინეს
მსახიობმა მელისა კლერ იგანმა (44 წლის) საჯაროდ განაცხადა, რომ მას გულის კორონარული დაავადება დაუდგინეს. მისი თქმით, ამის გასაჯაროება გადაწყვიტა, რათა ქალებში ცნობიერება აამაღლოს, რადგან ადრეულმა დიაგნოზმა მას სიცოცხლე გადაარჩინა. იგანი მოუწოდებს ქალებს, მიმართონ ექიმებს და შეამოწმონ გულის ჯანმრთელობა, ასევე აშშ-ის გულის ასოციაციასთან ერთად მუშაობს ცნობიერების ამაღლებაზე.