ნენსი კარტრაიტი: „ხელოვნურ ინტელექტს გული არ აქვს“, ის ბარტ სიმფსონს ვერ შეცვლის
35 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბარტ სიმფსონის პერსონაჟის გამხმოვანებელი ნენსი კარტრაიტი ხელოვნური ინტელექტის მიერ მისი როლის ჩანაცვლების შესაძლებლობაზე ისაუბრა. მსახიობმა აღნიშნა, რომ AI-ს არ შეუძლია გრძნობებისა და ვნების გადმოცემა, რის გამოც ადამიანს ამჯობინებს. მან ამის შესახებ „სიმფსონების“ 800-ე ეპიზოდის აღნიშვნაზე ისაუბრა.