„Super Mario Galaxy Movie“-ის ახალი პერსონაჟების პოსტერები გამოქვეყნდა
ანიმაციური ფილმის „The Super Mario Galaxy Movie“ შვიდი ახალი პერსონაჟის პოსტერი გამოქვეყნდა, რომელიც მაყურებელს ნაცნობი გმირების, მათ შორის მარიოს, ლუიჯის, ბაუზერის და პრინცესა პიჩის განახლებულ ვიზუალს სთავაზობს. ასევე ცნობილი გახდა ფილმის სამსახიობო გუნდი, მათ შორის ახალი და დაბრუნებული მსახიობები. პრემიერა 2026 წლის 3 აპრილს არის დაგეგმილი.