კინო, ანიმაცია, ვიდეო თამაშები
16 Feb
"The Super Mario Galaxy Movie"-ს ახალი პერსონაჟების პოსტერები გამოქვეყნდა
Nintendo-მ გამოაქვეყნა "The Super Mario Galaxy Movie"-ს, ანიმაციური გაგრძელების, პერსონაჟების ახალი პოსტერები. ფილმი, რომელიც 2026 წლის 1 აპრილს გამოვა, ახალ თავგადასავლებს, საინტერესო პერსონაჟებსა და საოცარ ლოკაციებს გვპირდება. პოსტერებზე წარმოდგენილია როგორც უკვე ნაცნობი, ისე ახალი პერსონაჟები, მათ შორის იოში, როზალინა, მარიო, ლუიჯი, პრინცესა პიჩი, ბაუზერი და ბაუზერ უმცროსი.