სერიალები
20 Feb
ჯონ მალკოვიჩი ჯოელ კინამანს Prime Video-ს ახალ კრიმინალურ თრილერში დაუპირისპირდება
Prime Video აგრძელებს წარმატებულ სვლას კრიმინალური თრილერების ჟანრში ახალი სერიალით „ბიშოპი“, რომელშიც ჯოელ კინამანი მთავარ როლს შეასრულებს. ცნობილი გახდა, რომ სერიალში მას ოსკარზე ნომინირებული მსახიობი ჯონ მალკოვიჩი დაუპირისპირდება. მალკოვიჩი ითამაშებს ლინკოლნ გრეივსის, სან-ფრანცისკოს ყველაზე გავლენიანი ფიგურის როლს, რომელიც ამავე დროს მთავარი გმირის, პოლიციის დეტექტივი ბიშოპ გრეივსის მამაა. სერიალი მოგვითხრობს დეტექტივის ისტორიას, რომელიც ელიტის მკვლელს დასდევს, რის შედეგადაც მისი ყველა სამხილ