„სტუდია“, „პალმ როიალი“, „ერთი ბრძოლა“ და „ცოდვილები“ MUAHS-ის დაჯილდოების ტრიუმფატორები გახდნენ
2026 წლის ვიზაჟისტთა და თმის სტილისტთა გილდიის (MUAHS) დაჯილდოებაზე, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართა, ტელეკატეგორიებში მთავარი პრიზები „სტუდიამ“, „პალმ როიალმა“, „შაბათის ღამის შოუმ“ და „ჩონჩხის ეკიპაჟმა“ მოიპოვეს. კინოკატეგორიებში გამარჯვებულები გახდნენ „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ და „ცოდვილები“. საპატიო ჯილდოებით დაჯილდოვდნენ ემი მადიგანი, მაიკლ ჯონსტონი, გრეგ ნელსონი და ჯუდი ალექსანდრა კორი.