„ამერიკელი ნინძა“: როგორ იქცა უცნობი მსახიობის მონაწილეობით გადაღებული დაბალბიუჯეტიანი ფილმი მსოფლიო ჰიტად?
„ამერიკელი ნინძა“ — ფილმი, რომელშიც სრულიად უცნობი მსახიობი თამაშობს, მსოფლიო სალაროების ჰიტად იქცა და ფრენჩაიზის დასაბამი მისცა. ეს არის ამბავი „ქენონ ფილმსის“ (Cannon Films) მოულოდნელი წარმატების, დაბალბიუჯეტიანი სამოქმედო ფილმების ეპოქისა და მსახიობ მაიკლ დუდიკოვის (Michael Dudikoff) შესახებ, რომელმაც საბრძოლო ხელოვნების გამოცდილების გარეშე შეძლო საკულტო პერსონაჟის შექმნა. გთავაზობთ ისტორიას, თუ როგორ ჩაიწერა „ამერიკელი ნინძა“ 80-იანი წლების კინოს ისტორიაში.