კონფლიქტი
17 Feb
ოსკაროსანი რეჟისორის, ჰამდან ბალალის ოჯახს კვლავ თავს დაესხნენ, ძმა საავადმყოფოშია
დოკუმენტური ფილმის „სხვა მიწა არ არის“ თანარეჟისორი ჰამდან ბალალი სოციალურ მედიაში აცხადებს, რომ იმავე პირმა, რომელმაც ის ოსკარის მოგების შემდეგ სამიზნეში ამოიღო, ამჯერად მის ოჯახს დაესხა თავს, რის შედეგადაც მისი ძმა ჰოსპიტალიზებულია, ოთხი ოჯახის წევრი კი დააკავეს. ბალალი ისრაელის პოლიციასა და არმიას უმოქმედობაში ადანაშაულებს.