„პროექტი ჰეილ მერი“: კრიტიკოსები ფილმს „აუცილებლად სანახავს“ და „მთავარ ჯილდოების პრეტენდენტს“ უწოდებენ
ფილმმა „პროექტი ჰეილ მერი“, რომლის პრემიერაც 2026 წლის 20 მარტსაა დაგეგმილი, კინოკრიტიკოსებისგან პირველი შეფასებები მიიღო. ფილმი მოიხსენიება, როგორც „აუცილებლად სანახავი კოსმოსური ოდისეა“ და „მთავარი ჯილდოების პრეტენდენტი“ მომავალი წლის „ოსკარის“ ცერემონიაზე. კრიტიკოსები განსაკუთრებით აღნიშნავენ ფილმის უნიკალურ ვიზუალურ მხარეს, რაიან გოსლინგის შესრულებას და სიუჟეტის ემოციურ სიღრმეს, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკის, იუმორისა და დრამის წარმატებულ ნაზავს წარმოადგენს.