გართობა
27 Feb
„მალკოლმი შუაგულში“ ბრუნდება: ახალი დეტალები, გამოსვლის თარიღი და ექსკლუზიური ფოტო
2000-იანი წლების პოპულარული სიტკომი „მალკოლმი შუაგულში“ ოთხეპიზოდიანი სპეციალური გამოშვებით „ცხოვრება კვლავ უსამართლოა“ ბრუნდება, რომლის პრემიერა 2026 წლის 10 აპრილს შედგება. ორიგინალური მსახიობები, მათ შორის ფრენკი მუნიზი და ბრაიან კრენსტონი, თავიანთ როლებს განაახლებენ, მათ ახალი პერსონაჟებიც შეუერთდებიან. Collider-ის ექსკლუზიური ფოტოზე მალკოლმისთვის დამახასიათებელი გაღიზიანებაა აღბეჭდილი.