ტომი ლი ჯონსის ქალიშვილის, ვიქტორია ჯონსის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია: კოკაინის ტოქსიკური ეფექტები
მსახიობ ტომი ლი ჯონსის 34 წლის ქალიშვილის, ვიქტორია ჯონსის გარდაცვალების მიზეზად კოკაინის ტოქსიკური ეფექტები დასახელდა. მისი სიკვდილი უბედურ შემთხვევად შეფასდა. ვიქტორია 2026 წლის 1 იანვარს სან-ფრანცისკოს სასტუმროში იპოვეს გარდაცვლილი. მას წლების განმავლობაში ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეშიც ფიგურირებდა.