სერიალები
20 Feb
Apple TV-ის ახალი ფსიქოლოგიური თრილერის „Imperfect Women“ პირველი თრეილერი გამოვიდა
Apple TV-მ გამოაქვეყნა ფსიქოლოგიური თრილერის – სერიალ „Imperfect Women“-ის პირველი ოფიციალური თრეილერი, რომელიც სტრიმინგზე 2026 წლის 18 მარტს გამოვა. ამავე სახელწოდების წიგნზე დაფუძნებული სერიალი იკვლევს მკვლელობას, რომელიც ბევრ ბნელ საიდუმლოს ამჟღავნებს და სამი ქალის მრავალწლიან მეგობრობას ანადგურებს. მთავარ როლებში: ელიზაბეტ მოსი, ქერი ვაშინგტონი და ქეით მარა.