კინო
20 Feb
„სამეფო კარის თამაშების“ ძმა-და სოფი ტერნერი და კიტ ჰარინგტონი ეკრანზე შეყვარებულებს თამაშობენ – „გულისრევა დაგვეწყო“
Entertainment Tonight-მა გამოაქვეყნა კადრები მომავალი საშინელებათა ფილმიდან „საშინელი“, რომელშიც „სამეფო კარის თამაშების“ ყოფილი ვარსკვლავები, სოფი ტერნერი და კიტ ჰარინგტონი შეყვარებულების როლს ასრულებენ. მსახიობები, რომლებიც HBO-ს სერიალში რვა სეზონის განმავლობაში ძმა-დის, ჯონ სნოუსა და სანსა სტარკის დუეტს განასახიერებდნენ, ღიად საუბრობენ იმ უხერხულობაზე, რაც მათ გადასაღებ მოედანზე კოცნის სცენების დროს ჰქონდათ. ტერნერმა მათი რეაქცია აღწერა, როგორც „გულისამრევი“, ხოლო ჰარინგტონმა აღნიშნა სიმაღლი