კინო/გართობა
20 Feb
Netflix-ის ახალი კრიპტო კომედია: ჯონ სენა, ქეით მაკკინონი და ეიმი კარერო სამსახიობო გუნდს შეუერთდნენ
Netflix-მა ოფიციალურად დაადასტურა სამი ახალი მსახიობის - ჯონ სენას, ქეით მაკკინონის და ეიმი კარეროს - მონაწილეობა მომავალ კრიპტო კომედიაში „One Attempt Remaining“. ფილმში ისინი ჯენიფერ გარნერს შეუერთდებიან, პროექტს კი „უცნაური ამბების“ აღმასრულებელი პროდიუსერი შონ ლევი ხელმძღვანელობს. სიუჟეტი მოგვითხრობს განქორწინებულ წყვილზე, რომელიც მილიონობით დოლარად ღირებული კრიპტოვალუტის პაროლს ეძებს, სანამ ანგარიში არ გაუქმდება.