სერიალები
16 Feb
სტივენ ამელი „მაშველების“ რიმეიქში მთავარ როლზე დაამტკიცეს
სერიალ „ისრის“ ვარსკვლავი სტივენ ამელი, რომელიც DC-ის ფანებისთვის ოლივერ ქუინის, იგივე მწვანე ისრის როლით არის ცნობილი, საკულტო სერიალ „მაშველების“ რიმეიქში მიიღებს მონაწილეობას. ის მთავარ როლს შეასრულებს - კერძოდ, მიჩ ბუჩენონის ვაჟის, ჰობი ბუჩენონის. პილოტს ვეტერანი რეჟისორი მაკგი გადაიღებს. გადაღებები გაზაფხულზე დაიწყება, სერიალი კი ეთერში 2026-2027 წლების სატელევიზიო სეზონში გავა.