კინო
17 Feb
ფილმ „პროექტი ჰეილ მერის“ ახალი თრეილერი რაიან გოსლინგის კომენტარებით
გამოვიდა ფილმ „პროექტი ჰეილ მერის“ ახალი სატელევიზიო რეკლამა, სადაც რაიან გოსლინგი ფილმის მთავარ მესიჯზე – მეგობრობასა და იმედზე საუბრობს. ფილმი ასტრონავტ რაილენდ გრეისის (რაიან გოსლინგი) ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც მეხსიერების გარეშე იღვიძებს და დედამიწის კატასტროფის გადასარჩენად მისიაშია ჩართული. ის მოგვიანებით უცხოპლანეტელ მეგობარ როკის პოულობს. ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 20 მარტსაა დაგეგმილი.