სერიალები
17 Feb
„მითხარი ტყუილები“ მოულოდნელად დასრულდა: მესამე სეზონის ფინალი სერიალის ბოლო ეპიზოდი აღმოჩნდა
სერიალ „მითხარი ტყუილების“ (Tell Me Lies) შემქმნელმა, მიგან ოპენჰაიმერმა (Meaghan Oppenheimer), სოციალურ მედიაში გამოაცხადა, რომ სერიალის მესამე სეზონის დასკვნითი ეპიზოდი, ფაქტობრივად, მთლიანი სერიალის ფინალია, რამაც თაყვანისმცემლებს შორის გულისტკენა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფანისთვის დასასრული დამაკმაყოფილებელი იყო, სხვები შოკირებულები დარჩნენ მოვლენების ასეთი განვითარებით და აღნიშნავენ დაუსრულებელ სიუჟეტურ ხაზებს.