სამართალი
26 Feb
ნიკ რეინერი მშობლების მკვლელობის ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს
ლოს-ანჯელესის სასამართლოში ნიკ რეინერმა, რეჟისორ რობ რეინერისა და ფოტოგრაფ მიშელ სინგერ რეინერის შვილმა, მშობლების მკვლელობის ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო. მას ბრალი ედება მშობლების დანით სასიკვდილოდ დაჭრაში 2025 წლის დეკემბერში. საქმე წინასასამართლო მოსმენით გაგრძელდება.