კინო
27 Feb
„ენ ლის აღთქმა“: 2025 წლის ყველაზე გაბედული მიუზიკლი, რომელიც ოსკარებმა უგულებელყვეს
2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე გაბედული კინომიუზიკლი, „ენ ლის აღთქმა“, კრიტიკოსების მაღალი შეფასებების მიუხედავად, ოსკარების ნომინაციების გარეშე დარჩა და სალაროებშიც წარუმატებელი აღმოჩნდა. მონა ფასტვოიდისა და ბრეიდი კორბეტის ეს უკომპრომისო ნამუშევარი, რომელიც მე-18 საუკუნის რელიგიური ლიდერის, ენ ლის ცხოვრებას ასახავს, ციფრულ პლატფორმებზე 2026 წლის 10 მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი.