კინო სიახლეები
21 Feb
Paramount-მა „კუს ნინძები: მუტანტი ქაოსი 2“-ის გამოსვლის თარიღი დააჩქარა
„Paramount“-მა „Teenage Mutant Ninja Turtles: მუტანტი ქაოსი 2“-ის გამოსვლის თარიღი 2027 წლის 13 აგვისტოსთვის გადმოწია, რაც ადრე 17 სექტემბერს იყო დაგეგმილი. ფილმი 2023 წლის წარმატებული ანიმაციის გაგრძელებაა და წარმოადგენს „Paramount“-ის ფართო სტრატეგიის ნაწილს, რომელიც „კუს ნინძების“ ფრენჩაიზის განვითარებას გულისხმობს ახალი ფილმებით, საბავშვო შოუთი და თემატური რესტორნებით. ჯეფ როუ გააგრძელებს რეჟისორობას, ხოლო სეთ როგენი კვლავ პროდიუსერი იქნება.