საერთაშორისო
20 Feb
მედი მაჰმუდიანი ირანის ლიდერის კრიტიკის გამო დაპატიმრებიდან 17 დღეში გაათავისუფლეს
ირანელი მწერალი და აქტივისტი, ოსკარზე ნომინირებული ფილმის თანასცენარისტი მედი მაჰმუდიანი ირანის ციხიდან გაათავისუფლეს. ის 17 დღის წინ დააკავეს ირანის უზენაესი ლიდერისა და რეჟიმის მიერ პროტესტის ჩახშობის დამაგმობელი განცხადების ხელმოწერის გამო. მასთან ერთად გირაოთი გაათავისუფლეს განცხადების კიდევ ორი ხელმომწერი. ეს ხდება ირანში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე.