კინო და ტელევიზია
27 Feb
მეთ დილონი „შესანიშნავი შვიდეულის“ სტრიმინგ-რიბუთის მთავარ გმირად დაამტკიცეს
„შესანიშნავი შვიდეულის“ მომავალ სტრიმინგ-რიბუთში მთავარი გმირი უკვე ცნობილია. ოსკარზე ნომინირებული მსახიობი, მეთ დილონი, MGM+-ის რვაეპიზოდიან სერიალში კრის ადამსის საკულტო როლს შეასრულებს, რომელიც 1960 წლის კლასიკური ფილმის ახალი ვერსია იქნება. სერიალის გადაღებები კანადაში, 2026 წლის ივნისში დაიწყება.