Ubisoft-ი მოთამაშეებს Anno 117: Pax Romana-ს უფასოდ სთავაზობს - იჩქარეთ!
Ubisoft-მა განაცხადა, რომ Anno 117: Pax Romana უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი მოთამაშეებისთვის 26 თებერვლიდან 2 მარტამდე. ეს არის შანსი, ჩაერთოთ რომის იმპერიის ეპოქაში მოქმედ უახლეს სტრატეგიულ თამაშში, თუმცა შეთავაზება არ მოქმედებს Steam-ზე და ხელმისაწვდომია PS5, Xbox, Epic Games Launcher და Ubisoft Connect პლატფორმებზე. ასევე მოქმედებს ფასდაკლებები სრულ ვერსიაზე.