პოლიტიკა
16 Feb
ბარაკ ობამა დონალდ ტრამპის რასისტულ ვიდეოს გმობს
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპის მიერ Truth Social-ზე გაზიარებულ რასისტულ ვიდეოზე ისაუბრა. ვიდეოში ობამა და მიშელ ობამა მაიმუნებად არიან გამოსახულნი. ობამამ ეს ქმედება „ღრმად შემაშფოთებლად“ შეაფასა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკელების უმრავლესობას კვლავაც სწამს ზრდილობისა და თავაზიანობის. ტრამპი თავდაპირველად არ მოიხადა ბოდიში ვიდეოს გამო, თეთრი სახლის პრესმდივანმა კი განაცხადა, რომ პოსტი „შემთხვევით“ დაიდო და „ყალბი აღშფოთება“ გამოიწვია.