მენტალური ჯანმრთელობა
20 Feb
პრინცი უილიამი სამეფო ოჯახის დუმილის წესს არღვევს და მენტალურ ჯანმრთელობაზე საუბრობს
პრინცმა უილიამმა დაარღვია სამეფო ოჯახის დუმილის წესი და BBC Radio 1-ის ეთერში ღიად ისაუბრა მენტალური ჯანმრთელობის შესახებ. მან ხაზი გაუსვა გაერთიანებულ სამეფოში მამაკაცებში მენტალური ჯანმრთელობის კრიზისს, სუიციდის მაღალ მაჩვენებელს „ეროვნული კატასტროფა“ უწოდა და მოუწოდა საზოგადოებას, ისაუბრონ ამ თემაზე. პრინცმა ასევე განაცხადა, რომ მისი სამეფო ფონდი 1.3 მილიონ დოლარს გამოყოფს სუიციდის პრევენციის ეროვნული ქსელის შესაქმნელად და აღნიშნა, რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე ხშირად საუბრობს ოჯახის წევრებთან.