კინო სიახლეები
17 Feb
„Dead by Daylight“-ის ფილმისთვის სცენარისტები იპოვეს: დევიდ ლესლი ჯონსონ-მაკგოლდრიკი და ალექსანდრ აჟა
სამი წლის შემდეგ, ჰორორ ვიდეოთამაშ „Dead by Daylight“-ის კინოადაპტაციამ სცენარისტები იპოვა. ესენი არიან დევიდ ლესლი ჯონსონ-მაკგოლდრიკი, რომელიც ჯეიმს ვანთან ერთად მუშაობდა „წყევლასა“ და „აკვამენის“ გაგრძელებებზე, და მოულოდნელად, რეჟისორი ალექსანდრ აჟა, რომელიც ცნობილია ფილმებით „მაღალი დაძაბულობა“ და „ბორცვებს თვალები აქვთ“. აჟა ფილმის რეჟისორი არ იქნება, რეჟისორის ძებნა გრძელდება.