კინო
21 Feb
ანიმე სენსაცია „დემონების მკვლელი: უსასრულო ციხესიმაგრე“ კინოთეატრებში SCREENX-ის ფორმატით ბრუნდება
Crunchyroll-მა და Sony Pictures Entertainment-მა განაცხადეს, რომ რეკორდსმენი ანიმე ფილმი „დემონების მკვლელი: კიმეცუ ნო იაიბა უსასრულო ციხესიმაგრე“ აშშ-სა და კანადის კინოთეატრებში 2026 წლის 6 მარტს ბრუნდება. პირველად, ფილმი SCREENX ფორმატში, 270 გრადუსიანი ჩამთრევი ხედვის არეალით იქნება ნაჩვენები. ეს არის ანიმე სერიების ფინალური ბრძოლის ამსახველი ტრილოგიის პირველი ნაწილი, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით სალაროებში არაერთი რეკორდი მოხსნა.