კინო
27 Feb
კრისტიან ბეილი და ლეონარდო დიკაპრიო მაიკლ მენის „შეტაკება 2“-ში ითამაშებენ
მსახიობები კრისტიან ბეილი და ლეონარდო დიკაპრიო მაიკლ მენის რეჟისორობით გადაღებულ ფილმში „შეტაკება 2“ მიიღებენ მონაწილეობას. ეს არის 1995 წლის საკულტო ფილმის „შეტაკება“ გაგრძელება. ახალი ფილმი, რომელიც 2022 წლის რომანზეა დაფუძნებული, აღწერილია, როგორც „პრიქველ-სიქველის ჰიბრიდი“ და ძირითადი პერსონაჟების წარსულ ამბებზე იქნება ფოკუსირებული. გადაღებები ნაწილობრივ ჩიკაგოში, ნაწილობრივ კი კალიფორნიაში გაიმართება, ბიუჯეტი 150 მილიონ დოლარს შეადგენს.