კულტურა
26 Feb
„შურისმაძიებელი ბოტანიკოსების“ ვარსკვლავი რობერტ კერადაინი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა - ოჯახი მიზეზად ბიპოლარულ აშლილობასთან ბრძოლას ასახელებს
მსახიობი რობერტ კერადაინი, რომელიც ცნობილი იყო როლებით ფილმებში „შურისმაძიებელი ბოტანიკოსები“ და „დიდი მხედრები“, ასევე დისნეის სერიალ „ლიზი მაკგუაირში“ შესრულებული როლით, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის განცხადებით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ბიპოლარულ აშლილობასთან თითქმის ორი ათწლეულის ბრძოლის შემდეგ. კერადაინი ჰოლივუდის ცნობილი სამსახიობო ოჯახის წევრი იყო. ოჯახი მოუწოდებს საზოგადოებას, ყურადღება მიაქციოს ფსიქიკურ დაავადებებთან დაკავშირებულ სტიგმას.