კინო/ტელევიზია
20 Feb
Netflix-მა „წვეტიანი კეპები: უკვდავი კაცის“ ოფიციალური ტრეილერი გაავრცელა
Netflix-მა გამოაქვეყნა ფილმ „წვეტიანი კეპები: უკვდავი კაცი“-ს ოფიციალური ტრეილერი, სადაც კილიან მერფი კვლავ ტომი შელბის საკულტო როლში ბრუნდება. მოქმედება 1940 წლის ბირმინგემში ვითარდება, მეორე მსოფლიო ომის ქაოსში, სადაც ტომი იძულებულია თავისი ნებაყოფლობითი გადასახლებიდან დაბრუნდეს, რათა ოჯახისა და ქვეყნის მომავლისთვის იბრძოლოს და ნაცისტებთან დაკავშირებულ ახალ საფრთხეს დაუპირისპირდეს. ფილმი კინოთეატრებში 2026 წლის 6 მარტს, ხოლო Netflix-ზე 2026 წლის 20 მარტს გამოვა.