კინო
20 Feb
ჯეიმს ვან დერ ბიკის უკანასკნელი ფილმის „კარიბჭე“ თრეილერი გამოქვეყნდა – რეჟისორის ემოციური განცხადება
გასულ კვირას 48 წლის ასაკში მსახიობი ჯეიმს ვან დერ ბიკი გარდაიცვალა. დღეს კი მისი უკანასკნელი ფილმის, „კარიბჭე“ (The Gates) თრეილერი გამოქვეყნდა. ეს არის საშინელებათა ფილმი, რომელიც 13 მარტს გამოვა შეზღუდული რაოდენობით კინოთეატრებში. ფილმში ვან დერ ბიკი მთავარი ანტაგონისტის როლს ასრულებს. რეჟისორმა ჯონ ბერმა მსახიობის ხსოვნას პატივი მიაგო და მისი შეუდარებელი პროფესიონალიზმი გაიხსენა, რომელიც ავადმყოფობის მიუხედავად, არ განელებულა.