კინო
27 Feb
ჯ.კ. სიმონსი, ები ელიოტი და ჯონ რეინოლდსი ლინდსი ლანზილოტას სადებიუტო ფილმში 'განსაწმენდელი'
ჰოლივუდის ვარსკვლავები ჯ.კ. სიმონსი, ები ელიოტი (სერიალი „დათვი“) და ჯონ რეინოლდსი ლინდსი ლანზილოტას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმის, „განსაწმენდელი“-ს (Purgatory) მთავარ როლებს ასრულებენ. ეს თინეიჯერული კომედია/დრამა 1980-იან წლებში ვითარდება და მოგვითხრობს 13 წლის ბეატრისის ისტორიას, რომელიც ცდილობს ოჯახის პრობლემებთან გამკლავებას.