ენტონი სტარი „ჰომლენდერის“ როლს ემშვიდობება და Netflix-ის ახალ თრილერში „Breakers“ მთავარ გმირს შეასრულებს – ცნობილია სერიალის ვრცელი ქასთი
„ბიჭების“ (The Boys) ფინალური სეზონის გამოსვლამდე, მსახიობი ენტონი სტარი Netflix-ის ახალ თრილერზე „Breakers“ მუშაობს, რომელშიც ის მთავარ როლს შეასრულებს და აღმასრულებელი პროდიუსერიც იქნება. სერიალს 11 ახალი მსახიობი შეუერთდა. ამასთან, სტარმა სუპერგმირის როლს, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა, გამოსამშვიდობებელი გზავნილით დაემშვიდობა.