პროექტი „ჰეილ მერი“: რეჟისორები ფილმის ნახვის 12 განსხვავებულ ფორმატს წარმოადგენენ
Amazon MGM-მა გამოაქვეყნა სპეციალური ვიდეო, რომელშიც რეჟისორები ფილ ლორდი და კრისტოფერ მილერი ლოს-ანჯელესის კინოთეატრებს სტუმრობენ და თავიანთი ახალი სამეცნიერო ფანტასტიკის, „პროექტი ჰეილ მერის“ ნახვის 12 განსხვავებულ ფორმატს წარმოადგენენ. ენდი უირის რომანის ეკრანიზაცია მოგვითხრობს ასტრონავტ რაიან გოსლინგზე, რომელიც მარტო ცდილობს დედამიწის გადარჩენას კოსმოსში.