ბრი ლარსონის ახალმა საშინელებათა ფილმმა, რომელიც J.J. Abrams-მა გადაიღო, სახელი შეიცვალა და Sony-მ მისი დისტრიბუციის უფლებები შეიძინა
ცნობილი გახდა ბრი ლარსონის მონაწილეობით ახალი საშინელებათა ფილმის შესახებ, რომლის პროდიუსერი J.J. Abrams-ია, რეჟისორი კი JT Mollner. ფილმს, რომელიც თავდაპირველად „Fail-Safe“ ერქვა, ახლა „Skeletons“ ჰქვია. Sony Pictures-მა მსოფლიო მასშტაბით დისტრიბუციის უფლებები შეიძინა, რისთვისაც სხვა მსხვილ სტუდიებს აჯობა. სიუჟეტი ახალგაზრდა ბიჭზე მოგვითხრობს, რომელიც მშობლების საიდუმლოს აღმოაჩენს.