სერიალი „ლაინ ოფ დიუთი“ ბრუნდება: ცნობილია მე-7 სეზონის დეტალები და სიუჟეტი
დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კრიტიკულად აღიარებული პოლიციური დრამა, „ლაინ ოფ დიუთი“ (Line of Duty), ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეკრანებზე ბრუნდება. მე-7 სეზონის გადაღებები, სავარაუდოდ, 2026 წლის გაზაფხულზე დაიწყება, პრემიერა კი 2027 წელს არის მოსალოდნელი. ახალი სეზონი AC-12-ის დაშლასა და რეორგანიზაციას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც გმირებს ყველაზე მგრძნობიარე საქმის გამოძიება მოუწევთ: ცნობილ ოფიცერს სექსუალურ მტაცებლობაში ადანაშაულებენ, თუმცა შესაძლოა ეს უფრო ფართომასშტაბიანი შეთქ