ტერმინატორი ჰორორ ფილმად გადაიქცევა? - სცენარისტი მეტსონ ტომლინი მომავალზე საუბრობს
ანიმაციური სერიალის „ტერმინატორი ნული“ გაუქმების შემდეგ, სცენარისტი მეტსონ ტომლინი ფრენჩაიზის მომავალზე ალაპარაკდა. მისი ხედვით, მომდევნო „ტერმინატორი“ უნდა იყოს დაბალბიუჯეტიანი, ლაივ-ექშენ საშინელებათა ფილმი, რომელიც სერიალს თავის საწყისებთან დააბრუნებს. ტომლინი მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა ფრენჩაიზს ახალ იდენტობას შესძენს და მას ძველ ფესვებს დაუკავშირებს, რაც 1984 წლის ორიგინალ ფილმს ასე წარმატებულს ხდიდა.