კინო
01 Oct
ფილმ „ზღარბი სონიკი 4“-ის გადაღებები დაიწყო, პრემიერა 2027 წლის მარტშია დაგეგმილი
Paramount Pictures-ის ფრენჩაიზის, „ზღარბი სონიკი“ (Sonic the Hedgehog) მეოთხე ნაწილის გადაღებები ოფიციალურად დაიწყო. რეჟისორმა ჯეფ ფაულერმა Twitter-ზე თიზერ პოსტერი გაავრცელა, რითაც დაადასტურა ფილმის წარმოების დაწყება. პრემიერა 2027 წლის 19 მარტსაა დაგეგმილი. ფილმში ემი როუზის პერსონაჟს კრისტენ ბელი გაახმოვანებს, ხოლო სიუჟეტის დეტალები ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია.