კინო და კომიქსები
21 Feb
მარველი ახალი Wonder Man-ის დებიუტს აანონსებს MCU-ის ჰიტ-სერიალის შემდეგ
Disney+-ზე გამოსული Wonder Man-ის შოუ, სადაც საიმონ უილიამსს, ყოფილ ბოროტმოქმედს, რომელიც შემდეგ შურისმაძიებელი და ცნობილი მსახიობი გახდა, იაჰია აბდულ-მატინ II ასახიერებს, მოულოდნელ ჰიტად იქცა. ამ წარმატების ფონზე, მარველმა Wonder Man-თან დაკავშირებით ახალი, უფრო ამბიციური გეგმები გააჟღერა. კომპანია ახალი კომიქსების სერიას გამოუშვებს, სადაც სრულიად ახალი, შავკანიანი Wonder Man გამოჩნდება, რაც, სავარაუდოდ, MCU-ის შოუს გავლენითაა განპირობებული.