კინო
27 Feb
უმა თურმანის მონაწილეობით ახალი სამოქმედო ფილმის „Pretty Lethal“ თრეილერი გამოვიდა
Prime Video-მ გამოაქვეყნა სამოქმედო ფილმის „Pretty Lethal“ ოფიციალური თრეილერი, რომელშიც მთავარ როლს უმა თურმანი ასრულებს. ფილმი მოგვითხრობს ხუთ ბალერინაზე, რომლებიც იძულებულნი არიან იბრძოლონ გადარჩენისთვის მას შემდეგ, რაც მათი ავტობუსი გაფუჭდება და ისინი თავშესაფარს იდუმალ სასტუმროში პოულობენ, რომელსაც ყოფილი ბალეტის ვარსკვლავი დევორა კასიმერი (თურმანი) მართავს. ფილმის პრემიერა 2026 წლის 13 მარტს გაიმართება, ხოლო Prime Video-ზე 25 მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი.